intel - Nino Begishvili
Saturday, November 14, 2015
რეფლექსია მე-9 დღე
დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, დავამატეთ სასწავლო პროცედურები. შევქმენით პორთფოლიოს პრეზენტაცია. შევისწავლეთ პრეზენტაციაში რესურსის დამატება. ჩვენი ნამუშევრები მთლიანად განვათავსეთ დისკზე. ამით დასრულდა ტრენინგი იმ იმედით, რომ აქ შექმნილ პროექტს რეალურად განვახორციელებთ და მომავალში შევქმნით კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებს. დიდი მადლობა ტრენერს და ტრენინგის ორგანიზატორებს!
Sunday, November 8, 2015
რეფლექსია მე-7, მე-8 დღე
გავეცანით პრეზენტაციის ნიმუშებს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შესაქმნელად. შევქმენი პრეზენტაციის ჩეკლისტი. ვიმუშავეთ Power Point-ში. შევისწავლეთ გუგლის დისკზე ინფორმაციის ატვირთვა და გაზიარება.
Sunday, November 1, 2015
რეფლექსია მე-6 დღე
ისევ ვმუშაობთ სასწავლო პროექტის გეგმის გარშემო. შევიმუშავეთ შეფასების გეგმა. გავეკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი. ასევე გავაკეთე ჩემი თემის შესაბამისი საბაზისო უნარ-ჩვევების ჩამონათვალი. გავეცანით ყველა ამ საკითხის ნიმუშს.
Saturday, October 31, 2015
რეფლექსია მე-5 დღე
დღეს გავაგრძელეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე. დავამატეთ ინდიკატორები ეროვნული სასწავლო გეგმიდან. შევიმუშავეთ პროექტის სასწავლო მიზნები. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და შესაბამისად გეგმაში ჩავწერეთ საკუთარი.
Sunday, October 25, 2015
რეფლექსია მე-4 დღე
დღეს საკმაოდ ბევრი საჭირო ინფორმაცია მივიღე და ეს დიდად დამეხმარება ჩემი პროფესიული საქმიანობის განხორცილებაში. ტრენინგის ფარგლებში შევისწავლე ბუკლეტის გაკეთება, Word-ში მუშაობა მის დასახვეწად და გავეცანი სხვადასხვა ბუკლეტების ნიმუშებს. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.
Saturday, October 24, 2015
რეფლექსია მე-3 დღე
გავეცანით პორტფოლიოს სტრუქტურას და ვნახეთ გასული ტრენინგების მონაწილეთა ნაშრომები. ასევე გავეცანით "ინტელ"-ის რესურსებში მოცემულ "სასწავლო პროექტების პორთფოლიოებს" და "მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს". ამ ყველაფრის შედეგად უფრო ნათელი გახდა ჩემთვის თუ რა მოგვეთხოვება ტრენინგის მონაწილეებს და რა მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი პროექტებით სწავლების აუცილებლობასა და იმაში თუ რამდენად საინტერესოა მისი გამოყენება. მადლობა ტრენერს ამომწურავი პასუხებისათვის.
Subscribe to:
Posts (Atom)