Saturday, November 14, 2015

რეფლექსია მე-9 დღე

დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, დავამატეთ სასწავლო პროცედურები. შევქმენით პორთფოლიოს პრეზენტაცია. შევისწავლეთ პრეზენტაციაში რესურსის დამატება. ჩვენი ნამუშევრები მთლიანად განვათავსეთ დისკზე. ამით დასრულდა ტრენინგი იმ იმედით, რომ აქ შექმნილ პროექტს რეალურად განვახორციელებთ და მომავალში შევქმნით კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებს. დიდი მადლობა ტრენერს და ტრენინგის ორგანიზატორებს!

Sunday, November 8, 2015

რეფლექსია მე-7, მე-8 დღე

გავეცანით პრეზენტაციის ნიმუშებს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შესაქმნელად. შევქმენი პრეზენტაციის ჩეკლისტი. ვიმუშავეთ Power Point-ში. შევისწავლეთ გუგლის დისკზე ინფორმაციის ატვირთვა და გაზიარება.

პროექტის პორთფოლიო

პორთფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Sunday, November 1, 2015

რეფლექსია მე-6 დღე

ისევ ვმუშაობთ სასწავლო პროექტის გეგმის გარშემო. შევიმუშავეთ შეფასების გეგმა. გავეკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი. ასევე გავაკეთე ჩემი თემის შესაბამისი საბაზისო უნარ-ჩვევების ჩამონათვალი. გავეცანით ყველა ამ საკითხის ნიმუშს.